რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია.
როგორც მარგველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის 7 მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
"დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის არის 26-ის ცხედარი ნაპოვნი. გრძელდება 7 მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია. შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც დამუშავდება უახლოეს დღეებში. გაგრძელდება საძიებო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ იქნება ნაპოვნი",- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press