ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომი დიდხანს გაგრძელდება და "არ დასრულდება არც ამ წლის ბოლოს და არც მომავალ გაზაფხულზე, როგორც ზოგიერთი იმედოვნებს".
როგორც ვერეშჩუკმა Telegram-ზე დაწერა, ომში გამარჯვების გზა "გრძელი და რთული" იქნება.
"როდემდე გაგრძელდება ომი? უნდა ვიყოთ პატიოსნები. ამ ომში გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება. "2-3 კვირა", "წლის ბოლომდე", "მომავალ გაზაფხულზე" - ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.
ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. მოქალაქეები და ხელისუფლება - ყველა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და რთული ომისთვის. და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ",- წერს ვერეშჩუკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press