Foto

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა

ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის გუბერნატორი, ჯოშ გრინი ავრცელებს.

მისი თქმით, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ადგილზე სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

გუბერნატორის თქმითვე, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი გამოკვლეულია.

სტიქიამ გაანადგურა ქალაქი ლაჰაინა. 2 200 შენობა, ძირითადად საცხოვრებელი კორპუსები, ასევე დაიწვა 850 ჰექტარი მიწა. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს შეფასებით, ლაჰაინას აღდგენა 5,5 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ცნობისთვის, კუნძულ მაუიზე ხანძარი ერთი კვირის წინ გაჩნდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ ხანძრებს შორის ყველაზე მასშტაბური ხანძარია.