რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა, - ამის შესახებ კომისარმა ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში, ელისა ფერეირამ განაცხადა.
როგორც ფერეირა აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება უკრაინელებსა და მოლდოველებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
"მოხარული ვარ, რომ თანხები, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა დაგეგმილი, ახლა ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვას მოხმარდება. ეს ევროკავშირის რეგიონებს, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებსა და უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ფერეირამ.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ, 2022 წლის მარტში ევროკომისიამ რუსეთთან და მის მოკავშირე ბელარუსთან თანამშრომლობის პროგრამები შეაჩერა და მათთვის განკუთვნილი €26 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადასცა.
2023 წლის 16 აგვისტოს გამოცხადებული გადაწყვეტილებით 2021-2027 წლებისათვის გაწერილი თანხაც იგივე წესით გადანაწილდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press