საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შოვში სტიქიის მე-14 დღე შეაჯამა.
მისი თქმით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები მხოლოდ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტზე დარჩათ და ამ ადგილას სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება.
''ფაქტიურად დღეს ჩვენ დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ძებნა-შველის ღონისძიების კუთხით სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს სულ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით და სავარაუდოდ ხვალ დავასრულებთ'', - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press