გარდაიცვალა კაცი, რომელსაც ბათუმში სკუტერი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერდა, კაცს სკუტერმა ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე გადაუარა.
კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის ან საბაგიროს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press