ბულგარეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდეს.
ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, რომელიც "რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგება და ასევე, პირდაპირი წვლილი შეაქვს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში".
"ამ თანმიმდევრული პოლიტიკის მიხედვით, ბულგარეთი შეუერთდება "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად",- აცხადებენ ბულგარეთის მთავრობაში.
შეგახსენებთ, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ლიდერები შეთანხმდნენ უსაფრთხოების გარანტიების არა კონკრეტულ პარამეტრებზე, არამედ მათ ჩარჩოებზე და კონკრეტული ორმხრივი ხელშეკრულებები მოგვიანებით გაფორმდება. ბულგარეთის გარდა, დეკლარაციას უკვე 15 სახელმწიფო შეუერთდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press