მიმდინარე წლის მე-2 კვარტლის (აპრილი-ივნისი) მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის 4 918 036 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 30%-ის შემთხვევაში საზღვარი საქართველოს, ხოლო 70%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს. აღნიშნულ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთის ფედერაციიდან გადმოიკვეთა. რუსეთიდან ქვეყანაში შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 427 443-ჯერ. შემომსვლელთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგი ხუთეული კი ასე გამოიყურება: სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა.
შსს-ს ცნობით, აპრილ-ივნისში, საქართველოში შემოვიდა 1 754 992 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო გავიდა 1 683 567.
ამავე სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გადაიკვეთა - სულ 811 031 შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ადგილზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 445 616 შემთხვევაა აღრიცხული.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press