დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. პრესსამსახურის ცნობით, ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტი რუსეთში მივლინებას გააგრძელებს.
"საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ ე.წ. პრესსამსახურში.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press