ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ჯოშ გრინი ავრცელებს.
გრინის თქმით, ამ ეტაპზე ხანძრით გადამწვარი ტერიტორიის მხოლოდ ერთი მესამედია შესწავლილი და სტიქიის ზონაში დაკარგულების მოსაძებნად სამუშაოები გრძელდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მაუიზე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სამძებრო სამუშაოებს კიდევ უფრო გაართულებს.
აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ სტიქიის ზონაში დამატებით 700 მაშველი და კინოლოგი გაგზავნა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press