Foto

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის მასშტაბი 5-ჯერ გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამჟამად ცეცხლი 1 800 ჰექტარზეა გავრცელებული და მისი პერიმეტრი 22 კილომეტრია.

მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

„ხანძარი ძალიან ძლიერია, ცეცხლის კონტროლს ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა კანარის კუნძულების ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა, ფერნანდო კლაფიხომ.