ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტიის მოქმედება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
„თალიბანის" იუსტიციის მინისტრმა, აბდულ ჰაკიმ შარაიმ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიათა საქმიანობა ისლამურ კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის.
"ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იმავე პოზიციას იზიარებს ავღანელი პოლიტიკოსი, თორეკ ფარჰადი და აღნიშნავს, რომ პარტიებს მხოლოდ და მხოლოდ არეულობის გამოწვევა შეუძლიათ, რაც ქვეყანას არ სჭირდება.
"რამდენადაც პოლიტიკურად არაკორექტულად შეიძლება ჟღერდეს, პოლიტიკურ პარტიებს დღეს ავღანეთში არასაჭირო განხეთქილების შექმნა შეუძლიათ და ეს არის უკანასკნელი რამ, რაც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა თორეკ ფარჰადიმ.
იქამდე, სანამ „თალიბანი“ სახელისუფლებო ბერკეტებს ხელში აიღებდა, ავღანეთში 70-ზე მეტი დიდი და მცირე პოლიტიკური პარტია ოფიციალურად იყო რეგისტრირებული.
კონტროლის მოპოვების შემდეგ „თალიბანს“ ხშირად ადანაშაულებენ გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, რის გამოც არაერთმა პოლიტიკოსმა თუ მედიის წარმომადგენელმა დატოვა ქვეყანა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press