დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს, გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ქსნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვათაცვენა აქამდე არ დაფიქსირებულა.
მერიაში ასევე ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
"აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა
ასევე სიცრუეა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმონ მერიის პრესსამსახურთან", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press