დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონიაში ტრაგედიის მე-14 დღეს მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მაშველების მიერ გამოსვენებული მამაკაცი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
''დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება. დღეს დაახლოებით ნახევარი საათის უკან, საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, ჩვენ როგორც გვაქვს დაყოფილი სექტორებად, ეს არის დააახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი ჩვენი, რომელიც მაშველების მიერ გამოსვენებულია მდნარიდან და გადასვენებულია პროზექტურაში'', - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 6 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press