მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სიტუაციის გამოსწორებისთვის ბევრი გზა და მიზეზი არსებობს, იქამდე, სანამ ძალიან არ დაგვიანდა.
"ძალიან ემოციური საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ისედაც ხილული იყო: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ბევრი გზა და მიზეზი არსებობს ამ სიტუაციის შეცვლისთვის, სანამ ძალიან არ დაგვიანდა, მათ შორის ჰუმანიტარულ მიზეზებზე დაყრდნობით", - წერს ევროპარლამენტარი.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press