Foto

ატლანტის ოკეანეში, კაბო-ვერდეს სანაპიროსთან მიგრანტების ჩაძირული ნავი იპოვეს - არის მსხვერპლი

ატლანტის ოკეანეში, კაბო ვერდეს სანაპიროსთან მიგრანტების ჩაძირული ნავი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.

სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ნავზე 100 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც მაშველებმა 38 ადამიანის გადარჩენა მშეძლეს. 

ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ნაპოვნია 7 ადამიანის ცხედარი.

ცნობისთვის, ესპანეთის მიგრაციის ადვოკატირების ჯგუფის Walking Borders-ის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ესპანეთში ზღვით ჩასვლის მცდელობისას, სულ მცირე, 1 000 მიგრანტი დაიღუპა.