ატლანტის ოკეანეში, კაბო ვერდეს სანაპიროსთან მიგრანტების ჩაძირული ნავი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.
სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ნავზე 100 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც მაშველებმა 38 ადამიანის გადარჩენა მშეძლეს.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ნაპოვნია 7 ადამიანის ცხედარი.
ცნობისთვის, ესპანეთის მიგრაციის ადვოკატირების ჯგუფის Walking Borders-ის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ესპანეთში ზღვით ჩასვლის მცდელობისას, სულ მცირე, 1 000 მიგრანტი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press