18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა.
ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. ის სასტიკი წამების შემდეგ, ცემით მოკლეს.
საქართველოს ეროვნული გმირი ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს ასევე სერჟანტთა აკადემია.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press