უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თავდაცვის უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქში, კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩამოაგდო.
"18 აგვისტოს, მოსკოვის დროით, დაახლოებით, 04:00 საათზე, კიევის რეჟიმმა დაიწყო მორიგი ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში მდებარე ობიექტებზე. მსხვერპლი და ხანძარი არ არის“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ბიზნესცენტრ "მოსკოვი-სიტის" მიმდებარე ტერიტორიაზე. თავდასხმის შედეგად დაზიანდა "ექსპოცენტრის" შენობა.
"ექსპოცენტრის" შენობის დაზიანება დაადასტურა მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა.
"უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები "ექსპოცენტრის" მიდამოში დაეცა, შენობა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა",- ამბობს სობიანინი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press