ამ დროისთვის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის მიერ კვების რაციონის სრულად გათვალისწინება ისევ არ ხდება.
"საყურადღებო რჩებოდა ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც განმეორებითი კვლევის შედეგადაც ვნახეთ და ყველა მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული. რაც შეეხება პაციენტს, ის უფრო აქტიურია. კვების რაციონის სრულად გათვალისწინება მაინც არ ხდება, მაგრამ არის კვების მხრივაც გაუმჯობესება",- განაცხადა ჩხაიძემ.
შეკითხვაზე, იძლევა თუ არა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას, ჩხაიძემ თქვა:
"ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და პარამეტრები, რაც მას გააჩნია, შეესაბამება სრულად სტაციონარის პირობებში მკურნალობას".
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press