არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას.
ლექსმანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს.
"კატეგორიულად ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანა ფოტიგას.
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა",- წერს ლექსმანი.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 აგვისტოს ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც "დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმაც დაადასტურა".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press