შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიახლეების მთავარი მიზანია, საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა და საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.
უწყების ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ.
"სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.
ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.
კანონში შესული ცვლილებები, იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირადად გააცნეს.
როგორც ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე - შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის, ევროკავშირის, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press