Foto

უკრაინის გენშტაბი - გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა 53 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი - 40.

"გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 53 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 40. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 33 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში.