რუსეთში სრულფასოვანი სამობილიზაციო კამპანია და ღონისძიებები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში ყოველთვიურად დაახლოებით 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება.
"რუსეთში სრულფასოვანი სამობილიზაციო კამპანია და ღონისძიებები გრძელდება. ეს ღონისძიებები გრძელდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველთვიურად. ყოველთვიურად დაახლოებით 20 000 მოქალაქის მობილიზება ხორციელდება", - განაცხადა იუსოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად მოიხსენია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press