ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ პარასკევს ეკონომიკისა და კორუფციის საკითხებში პროკურორმა განაცხადა.
პროკურორის განცხადებით, კურცმა ცრუ ჩვენება მისცა პარლამენტის კომიტეტს, რომელიც მისი კანცლერობის პერიოდში კორუფციისა და ქრთამის ბრალდებებს იძიებდა.
გამოძიებით მტკიცდება, რომ ყოფილმა კანცლერმა ცრუ ჩვენება მაშინ მისცა, როდესაც მას ავსტრიის კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელის დანიშვნაზე ჰკითხეს.
სებასტიან კურცი ბრალს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბრალდებების სიცრუე სასამართლოში დამტკიცდება.
"ბრალდებები ცრუა და მოუთმენლად ველით, როდესაც სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება", - წერს კურცი სოციალურ ქსელ X-ში, რომელიც წარსულში Twitter-ის სახელით იყო ცნობილი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press