უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აცხადებს.
მათივე თქმით, რუსულმა ძალებმა სამხედრო პერსონალის მობილიზება განახორციელეს რობოტინოსა და უროჟაინის შესანარჩუნებლად, "თუმცა უკრაინის ბოლო წარმატებები ამ რაიონებში რუსული თავდაცვის დეგრადაციის მაჩვენებელია".
"რუსულმა ძალებმა დიდი ძალისხმევა და რესურსი ჩადეს, ამასთან სამხედრო პერსონალის მობილიზება განახორციელეს რობოტინოსა და უროჟაინის შესანარჩუნებლად, თუმცა უკრაინის ბოლო წარმატებები ამ რაიონებში რუსული თავდაცვის დეგრადაციის მაჩვენებელია. რუსულ ძალებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ოპერატიული რეზერვები.
ამასთან, სხვა რეგიონებიდან რუსული ძალების გადანაწილება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის ბოლო შეტევებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსული ძალების პოზიციები", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press