Foto

უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 257 470-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 257 470-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 აგვისტოს 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 257 470;
  • ​ტანკი - 4 346;
  • ჯავშანტექნიკა - 8 435;
  • საარტილერიო სისტემა - 5 245;
  • სარაკეტო სისტემა - 717;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 489;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 316;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 304;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 406;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 680;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 790.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.