Foto

კურსკის რკინიგზის სადგურზე დრონით თავდასხმა განხორციელდა - არიან დაშავებულები

კურსკის ოლქში, რკინიგზის სადგურზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტ ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინული დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა.

"უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა", - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.