Foto

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უნგრეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უნგრეთს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება. 

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის, შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება ნატოს გაფართოებას და ევროკავშირთან ურთიერთობებს.

ვიზიტი უნგრეთის ეროვნულ დღეს არის დაგეგმილი და თურქეთის ლიდერი სახელმწიფო ცერემონიალს დაესწრება.