უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გასულ წელს ანალიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს, როცა ისინი ამბობდნენ, რომ უკრიანა არსებობას შეწყვეტდდა.
კულება აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მოუწოდებს მათ, რომ უკრაინა არასათანადოდ არასოდეს შეაფასონ.
”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ
გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა", - აღნიშნა კულებამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press