ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მაშველებმა უკვე შეძლეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის 78%-ის დათვალიერება.
ამასთან ერთად, როგორც CNN წერს, უცხოელმა დეველოპერებმა ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიების შესყიდვა დაიწყეს.
აღნიშნულს მაუის გუბერნატორი, ჯოშ გრინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაუის მიწა ადგილობრივებს ეკუთვნით, რომლებიც ხანძრის შემდეგ განადგურებულ სახლებსა და ინფრასტრუქტურას თავად აღადგნენ.
ცნობისთვის, უკანასკნელი ცნობებით, 8 აგვისტოს დაწყებული სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 114 ადამიანი, ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press