მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩო, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
ზარქუას თქმით, საქართველოსა და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი, არეულობა და არც "მეორე ფრონტის გახსნა".
"სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ყველა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ადგილობრივმა და არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ეს გამართულია და ეს მოქმედებს. ამას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ 2024-ში - მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო! მე მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ - თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით, იმ სახელმწიფოსი, რომელზეც დღემდე იმედებს ვამყარებთ და მომავალშიც დავამყარებთ. ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ რომ წინ წავიწიოთ. თქვენ ამისთვის არცერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე, როგორც დღემდე არ აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, არც უვიზო მიმოსვლა აქვს საქართველოს აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ და არც ინვესტიცია ჩაგიდიათ. ვწუხვარ ძალიან ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით, ასე, რომ "Goodbye my darling",- განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, დღეს, 21 აგვისტოს, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, "არასწორი რაღაცები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდებამსგავსი რამ თვეებით ადრე მიმდინარეობს, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და დაშინება".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press