დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა კონფლიქტის ესკალაციას იწვევს, - ამის შესახებ დანიაში რუსეთის ელჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, დანიის მიერ მიღებული გადაწყვწტილება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისკენ უბიძგებს, რითაც მოსახლეობას წირავს.
“დანიის მიერ უკრაინისთვის 19 ერთეული F-16 გამანადგურებლის გადაცემა კონფლიქტის ესკალაციას იწვევს. იმ მოსაზრების საფარქვეშ, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს მშვიდობის პირობები, დანია თავისი საქმითა და სიტყვებით ცდილობს, უკრაინას სხვა გზა არ დაუტოვოს, გარდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების გაგრძელებისა. ასეთი პოზიცია უკრაინას უბიძგებს უფსკრულისკენ და წირავს მის მოსახლეობას. დანიის გადაწყვეტილება F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ სხვა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”, - ამბობს დანიაში რუსეთის ელჩი.
შეგახსენებთ, დანია უკრაიანას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებელს გადასცემს.
როგორც დანიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, შეთანხმების თანახმად უკრაინას ავიაგამანადგურებლების გამოყენება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, თავდაცვის მიზნით აქვს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press