Foto

უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

მისივე თქმით, უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე იგეგმება : ერთობლივი შეხვედრა ბალკანეთის ლიდერებთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაცია, თავდაცვის თანამშრომლობა, უსაფრთხოება და საუბარი ორმხრივ საკითხებზე.

ამასთან ერთად, იგეგმება შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. 

"შემდეგი არის ვიზიტი საბერძნეთში. უკვე ჩამოვედით. შეხვედრა პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულოსთან, არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ მიცოტაკისა და საბერნეთის დელეგაციასთან. 

დღის წესრიგშია ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად, რათა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ჩვენს საერთო ევროპულ სახლში. უკრაინა-ბალკანეთის სამიტი: ერთობლივი შეხვედრა ბალკანეთის ლიდერებთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაცია, თავდაცვის თანამშრომლობა, უსაფრთხოება. ასევე, საუბარი ორმხრივ საკითხებზე.

იგეგმება შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. 

ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობას", - წერს ზელენსკი.