Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრე ვუჩიჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, სერბეთის პრეზიდენტთან ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.

"ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან.

გვქონდა კარგი საუბარი გაერო-ს წესდების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ, ჩვენი ხალხის საერთო მომავალზე საერთო ევროპულ სახლში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ეს ჩვენი ორმხრივი ინტერესია",- წერს ზელენსკი.