Foto

ISW - უკრაინულმა ძალებმა რობოტინოში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს

20-21 აგვისტოს უკრაინულმა ჯარებმა ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რობოტინოში, ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით. ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინული ჯარების მუდმივი წინსვლა რობოტინოს რეგიონში, სავარაუდოდ, რუსეთის ძალებს შეასუსტებს.

"უკრაინის თავდასხმები რობოტინოზე ტაქტიკურად მნიშვნელოვანია. უკრაინული ჯარების მუდმივი წინსვლა რობოტინოს რეგიონში, სავარაუდოდ, რუსეთის ძალებს შეასუსტებს", - განაცხადა მალიარმა.