საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისშია.
ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მეხანძრე დაშავდა.
მომხდარის გამო საბერძნეთის რამდენიმე სოფლიდან, ასევე ალექსანდროპოლისთან მდებარე კლინიკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
საფრანგეთმა, კვიპროსმა და რუმინეთმა საბერძნეთში მეხანძრეების დასახმარებლად ძალები გაგზავნეს.
აღნიშნულ საკითხზე საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს.
"საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:
საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press