უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს ათენში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
როგორც ზელენსკიმ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული სასურსათო პროდუქციის ექსპორტი და ტრანზიტი 15 სექტემბრიდან სრულად აღდგეს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება.
„გამოვხატე მადლიერება მისი ძალისხმევისთვის უკრაინული სურსათის ექსპორტისა და ტრანზიტის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია 15 სექტემბრიდან მათი სრული აღდგენა“, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ათენში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების არაფორმალური სამიტი იმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press