ევროკავშირი უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის კიდევ 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარებას გაუგზავნის,- აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ“, - წერს ლაიენი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press