ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი ერევანს, თბილისსა და ბაქოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომელიც Twitter-ის სახელით იყო ცნობილი.
როგორც ჰაჯა ლაჰიბი აღიშნავს, ვიზიტის მიზანი სამხრეთ კავკაიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა.
„მივემართები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიან მოგზაურობაში, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და ჩვენი გამაერთიანებელი კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა“, - წერს ჰაჯა ლაჰიბი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press