თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ერდოღანის ვიზიტი რუსეთში "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ვიზიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთთან მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული", - წერს თურქული მედია.
ცნობისთვის, 17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press