Foto

საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით დაღუპულები მიგრანტები არიან, რომელთა ცხედრებიც სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. 

19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელია ევაკუირებული. ცეცხლი უახლოვდება ქალაქ ალექსანდროპოლისს, რის გამოც ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.