21 აგვისტოს საღამოს ათენში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელები, აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების შემდგომი პროცესი განიხილებოდა, საქართველოს წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.
შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სალონიკში გაიმართა და ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. 2003 წელს თესალონიკში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე კვლავ დადასტურდა ევროპული პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა არაფორმალური შეხვედრის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას აქვს საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი.
„ჩვენ შევდივართ გაფართოების პროცესის ახალ ეპოქაში. გაფართოება რჩება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მძლავრ ინსტრუმენტად. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ აჩვენებს ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას ჩვენი დროის მნიშვნელოვან საკითხებზე. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ. ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press