სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია,- აღნიშნულის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე და ოთხი დაკარგული მოქალაქის ძებნას მაშველები კვლავ განაგრძობენ.
"საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება არის უკვე მოხდენილი და საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე, რომელიც სამი დღის წინაც განხორციელდა",- განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press