ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი "სამხრეთ ოსეთისთვის" პრიორიტეტულია და მნიშვნელოვანია, რომ მინსკმა ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს.
„ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე. ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსთან და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, - განაცხადა გობოზოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება ძველებურად პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს“
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press