უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა "ყირიმის პლატფორმის" საერთაშორისო სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა, როგორც საკუთარი სამშობლოსთვის, ასევე ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვის, აქედან გამომდინარე ევროკავშირი უკრაინას იქამდე გაუწევს მხარდაჭერას, სანამ ამის საჭიროება იქნება.
"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს ეხება ყირიმსაც. უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და საკუთარი სამშობლოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ევროკავშირში ვიცით, რომ უკრაინა ასევე იბრძვის ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს და ვეხმარებით უკრაინას ფინანსურად. ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ევროკავშირი უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press