ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, შეერთებული შტატების დახმარება არ შემცირდეს.
„ცხადია, ჩვენ გვექნება რთული წელი. ეს არის ელექტორალური შეჯიბრის წელი, არჩევნების წელი. ეს, რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას უკრაინის მხარდაჭერაზე. ამას შეიძლება, ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არ შემცირდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press