დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები გადავსხით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
როგორც იუსოვი აღნიშნავს, სპეცოპერაცია თარხანკუტის კონცხის ტერიტორიაზე, მაიაკის და ოლენევკას დასახლებებში ჩატარდა.
''სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ნახევარკუნძულის ტერტორიაზე დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით სპეცოპერაცია ჩაატარა. მიზნები მიღწეულია, პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. სპეცოპერაცია გრძელდება, ჩვენ არ ვამხელთ ყველა დეტალს, მოწინააღმდეგის მხარეს არის დანაკარგებიც, როგორც პერსონალის ასევე იარაღის მხრივაც. დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება", - განაცხადა იუსოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press