Foto

კობახიძე - უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე უკრაინელებს მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს.

„ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას“- წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.