Foto

ზელენსკი - უკრაინას რუსეთში ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან არაფერი აქვს საერთო

უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ესმის თუ ვის ინტერესებშია და ვინ არის ჩართული აღნიშნულ საკითხში.

"როდესაც უკრაინამ მიმართა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვინ არის ჩართული", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. "როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.